ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ტოპ 16”-ის მე-10 ტურის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ “ბარსელონას” ხორვატი ცენტრი ანტე ტომიჩი დაასახელეს.
მე-10 ტურში “ბარსელონამ” “მაკაბი” 89:71 დაამარცხა. ტომიჩმა გუნდს 16 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი შესძინა. ხორვატმა 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 8-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ანტეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 უწია.
ანტე ტომიჩის მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=7mrw4UfI6Is