რუსეთის მოქმედი ჩემპიონის სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” იტალიელმა მცველმა დომენიკო კრიშიტომ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელიც “ზენიტის” ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.
“ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია. “ტორინოს” კარში გატანილი გოლის მეორე დღეს კონტრაქტი გავახანგრძლივე. ვესაუბრე ჩემი ოჯახის წევრებს და გადაწყვეტილება ისე მივიღე. ჩვენ სანქტ-პეტერბურგში ბედნიერები ვართ. ვთამაშობ დიდ გუნდში, ვვარჯიშობ დიდი მწვრთნელის თაოსნობით და მყავს შესანიშნავი თანაგუნდელები”, - ამბობს კრიშიტო.
დომენიკო კრიშიტო “ზენიტში” 2011 წელს იტალიური “ჯენოადან” გადავიდა. მანამდე ერთი ხანობა ტურინის “იუვენტუსის” ღირსებაც დაუცავს.