ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ინდიანაპოლისში “ინდიანა პეისერსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 96:96 დასრულა. დამატებით 5-წუთეულში “ინდიანა” უკეთესად ათამაშდა და საბოლოოდ მასპინძლებმა 109:103 იმარჯვეს.
ზაზა ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 33 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 16 ქულა, 12 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 6 საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.
ზაზამ მიმდინარე სეზონში მეთერთმეტე ორმაგი დუბლი შეასურლა.
მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა “მილუოკელთა” ახალწვეულმა მაიკლ კარტერ-უილიამსმა ჩააგდო. “ინდიანაში” როდნი სტაკი 25 ქულით გამოირჩა.
“ინდიანამ” ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე ყოფნა გაიმყარა. “მილუოკი” კი “ინდიანას 4 მოგებით უსწრებს და აღმოსავლეთში მეექვსე ადგილზეა.
მატჩის საინტერესო მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=Q93VEwGcxF8