ჩოგბურთი

21:55 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ITF-ის წინააღმდეგ

ესპანელმა რაფა ნადალმა დევისის თასის გათამაშებაში შესატანი ცვლილებების სურვილის არქონის გამო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) წინააღმდეგ გაილაშქრა. მალიორკელმა საკუთარი პოზიცია DPA-სთან საუბრისას გამოთქვა.

“ITF ჩოგბურთის წინააღმდეგ მოქმედებს, რადგანაც არაფრის შეცვლას აპირებს. მაგალითად, ორგანიზაციის ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ დევისის თასის შარშანდელი გათამაშება ფენომენალური გამოვიდა, რადგან შეჯიბრებაში როჯერ ფედერერი მონაწილეობდა და გაიმარჯვა. მაგრამ ამ ტურნირზე მე, ნოვაკ ჯოკოვიჩს და კიდევ რამდენიმე ტოპმოთამაშეს არ უასპარეზია. ასე რომ, ITF-ის წარმომადგენლები ცრუობენ. მათ არ სურთ რაიმე შეცვალონ და ტურნირი მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადონ”, - ამბობს ნადალი.

რაფამ მოწოდებისას 25 წამიანი ლიმიტიც დაიწუნა: “რა ჯობია, მოწოდების მომზადებაზე 5 წამით მეტი დაიხარჯოს, თუ მოთამაშემ ჩოგანი გატეხოს და უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენოს?”

0.109248