ფეხბურთი

21:05 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” კრონ-დელის უმიზნებს

ლონდონის “ტოტენჰემი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ვიგოს “სელტასა” და დანიის ნაკრების ნახევარმცველის მიკაელ კრონ-დელის დამატებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Metro ავრცელებს.

31 წლის ნახევარმცველს გალისიურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, “დეზებს” მისი უფასოდ დამატება შეეძლებათ. მაურისიო პოჩეტინო კრონ-დელის თამაშით მოხიბლულია და მიაჩნია, რომ გამოცდილი მოთამაშე მის გუნდს ძალიან წაადგება.

“ტოტენჰემის” გარდა, დანიელი ფეხბურთელით “ვილიარეალი”, “მალაგა” და “სევილია” ინტერესდებიან.

ის “სელტაში” 2012 წელს გადავიდა “ბრონდბიუდან”. მიმდინარე სეზონში “სელტას” მაისური 27-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მიკაელი დანიის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს და 47 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. კრონ-დელიმ განსაკუთრებით მაღალ დონეზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ითამაშა და გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066046