სერბმა მატია ნასტასიჩმა “შალკესთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოქმედდება. აღნიშნულ ცნობას “შალკეს” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
“კმაყოფილი და ბედნიერი ვარ “შალკეში” დარჩენით. კლუბმა კარგად მიმიღო და მალევე გუნდის ნაწილი გავხდი. იმედი მაქვს მომავალში გუნდს დავეხმარები მიზნების მიღწევაში”, - განაცხადა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ნასტასიჩი გერმანულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. კლუბის ხელმძღვანელობა ამ დრომდე გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო, საბოლოოდ შეთანხმება შედგა და მოთამაშეემ “მანჩესტერ სიტისთან” ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულა.