ჩოგბურთი

16:18 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენას ქომაგი ანდრე

მამაკაცთა შორის მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა ანდრე აგასიმ მისი მეუღლის, შტეფი გრაფის სადიდსლემო ტურნირებზე მოპოვებულ გამარჯვებათა რეკორდული რაოდენობის სერენა უილიამსის მიერ გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ლეგენდარულ გერმანელს მეიჯორების შეჯიბრებები 22-ჯერ მოუგია, ქალთა კლასიფიკაციის ამჟამინდელი ლიდერის სერენა უილიამსის აქტივში კი 19 სადიდსლემო ტიტულია.

“შტეფის მეტად წარმატებული საჩოგბურთო კარიერა ჰქონდა, სერენა კი მართლაც შეუძლებელს აკეთებს. შესაძლოა, უილიამს-უმცროსი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი იყოს. სავარაუდოდ, სერენა შტეფის რეკორდს გააუმჯობესებს. ამ შემთხვევაში არც მე და არც შტეფის გული არ დაგვწყდება”, - აცხადებს აგასი, რომელსაც თავად ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირები (ოთხივე) რვაჯერ მოუგია.

ამასობაში სერენა ინდიან უელსის შეჯიბრებისთვის ემზადება. ამ შეჯიბრებაზე უილიამს-უმცროსს 2001 წლის შემდეგ არ უასპარეზია (მაყურებლის მხრიდან რასისტული გამონათქვამის გამო), წლეულს კი კალიფორნიის შტატის პრესტიჟულ საჩოგბურთო ასპარეზობაზე დაბრუნება განიზრახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117821