ფეხბურთი

12:05 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: “შახტარისთვის თამაში მე-3 წუთზე დასრულდა”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში დონეცკის “შახტარი” მიუნხენის “ალიანს არენაზე” 0:7 განადგურდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მესამე წუთზე მისი ფეხბურთელის ალექსანდრ კუჩერის გაძევება მიიჩნია.

“ბაიერნს” ვულოცავ გამარჯვებას. კუჩერის გაძევების შემდეგ, კაცნაკლულებმა ვერ მოვახერხეთ სათამაშო გეგმის შესრულება. ჩვენ დავმარცხდით მატჩის ყველას ასპექტში, “ბაიერნი” იყო მენტალურად უფრო ძლიერი. შეიძლება იმის თქმაც, რომ მე-3 წუთზე, მას შემდეგ რაც 10 კაცით დავრჩით, “შახტარისთვის” თამაში დასრულდა”, - განაცხადა ლუჩესკუმ.

“არ ვიცი, რა მოხდებოდა თუ მსაჯი კუჩერს არ გააძევებდა, მაგრამ მისმა გაძევებამ მატჩის შედეგზე დიდი როლი ითამაშა”, - დაასრულა რუმინელმა.

შეგახსენებთ, მატჩის მე-3 წუთზე შოტლანდიელმა მთავარმა მსაჯმა ვილიამ კოლუმმა მოედნიდან ალექსანდრ კუჩერი გააძევა, რასაც უკრაინული გუნდის კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ტომას მიულერმა გამოიყენა. დარჩენილი 6 გოლი კი ბოატენგის, რიბერის, მიულერის, ბადშტუბერის, ლევანდოვსკისა და გიოტცეს ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115458