ფეხბურთი

21:19 | 11.03.2015 | ნანახია 966 - ჯერ

იმობილე “ლაციოს” სამიზნეა

იტალიური გამოცემა la repubblica-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რომის” ლაციო” გერმანული “დორტმუნდის” 25 წლის ფორვარდის ჩირო იმობილეს შეძენას ეცდება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ. “ბიანკოჩელესტე” იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს. იმობილე “ბორუსიამ” გასულ ზაფხულს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ჩირო იმობილე 2013-2014 წლების სეზონში “ტორინოს” შემადგენლობაში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა “დორტმუნდს” ჯერჯერობით დიდად ვერ მოერგო. ბუნდესლიგაში მან 16 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 3-ჯერ იხეირა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:19 | 11.03.2015
laciosErtguli (3640)

კაკრაზ ასეთი სტილის თავდამსხმელი გვინდა ჰაერივით, ანდერსონი-იმობილე-კანდრევა IF IF IF!!! ჯორჯევიჩის იმედი აღარ მაქ, მირო ძაან შემოგვიბერდა და მეტი ფიზიკურად არ გვყავს, აბა ლოტიტო დატრიალდი რამე გააკეთე გუნდისთვის და ერთი ძლიერი მარჯვენა მცველიც გაითვალისწინე!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.119895