ფეხბურთი

20:36 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩს ბალოტელის გაწვრთნა სურს

მიმდინარე სეზონს წარმატებულად ატარებს გენუის “სამპდორია”. ლიგურიელთა ასეთი კარგი ასპარეზობა კი დიდწილად გუნდის სერბი სპეციალისტის სინიშა მიხაილოვიჩის დამსახურებაცაა. მიხიალოვიჩმა “კორიერე დელო სპორტთან” საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მიმდინარე სეზონზე....

“სეზონის წინ მე ვთქვი, რომ ცხრილის პირველ ნაწილში ვიქნებოდით. მართალი აღმოვჩნდი. მომდევნო 4-5 თამაში საბოლოოდ გაარკვევს ჩვენს ამბიციებს”.

საჩუქრის გარეშე ვერაფერს მოიგებ, მაგალითისთვის იუგოსლავიაც კმარა...

“მითამაშია იუგოსლავიის ნაკრებში, რომელიც ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის მარტო ვარსკვლავები არაა საკმარისი. საჩუქრების და დისციპლინის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია”

“სამპდორიას” მომდევნო მეტოქე “რომა” და ფრანჩესკო ტოტი...

“ფიზიკურად ისევ კარგ ფორმაშია. ბაჯოსთან ერთად იგი იტალიის ბოლო 30 წლეულის საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ 38 წლის ასაკში მაინც არის განსხვავება”.

მომავლის შესახებ...

“ამბიციური ვარ და დიდ გუნდში მუშაობა მსურს. თუნდაც უცხოეთში, მაგრამ ჩემი სურვილი იტალიაში მუშაობაა. “მილანის” დაინტერესებაზე არაფერი მსმენია. მაგრამ “რომაზე” აზრს შევიცვლი. მათ რამდენიმე წლის წინ უარი ვუთხარი”.

ბალოტელის გაწვრთნა...

“დიდი ფეხბურთელების გაწვრთნა მომწონს და მას სიამოვნებით გავწვრთნიდი. თუ ფერერო (“სამპდორიას” პრეზიდენტი – ავტ) მის შეძენაზე მკითხავს – ვუპასუხებ, დიახ”.

“სამპდორია” მიმდინარე სეზონში 26 ტურის შემდგომ 42 ქულით ფლორენციის ფიორენტინასთან” ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116061