ტურინის “იუვენტუსს” შესაძლოა სულ მალე 35 წლის ლიდერი ანდრეა პირლო დაუბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. პირლო უახლოს დღეებში სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეუდგება. აპენინური მედიის ვარაუდით, თუ ეს ორშაბათამდე მოხდება, დიდია ალბათობა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ პირლო 18 მარტს, “სიგნალ იდუნა პარკზე” ათამაშოს.
როგორც მოგეხსენებათ, ანდრეა პირლო სწორედ “დორტმუნდთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთშია.