კალათბურთი

15:25 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ოთხეულებად დაყოფის შემდეგ, ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” მე-2 მატჩი წააგო, თუმცა, ქართველი კალათბურთელის შედეგიანობას არაფერი დაჰკლებია. ჩემპვილელებმა აუტსაიდერ “ჰოოპსთან” მატჩი 60:70 დათმეს, “სკიტა” კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

ცქიტიშვილმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და მორიგ ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. მისი მონაგარი 22 ქულა და 9 მოხსნა იყო. ნიკოლოზმა 7-დან 5 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 10-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს უწია და ის, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

“ჩემპვილი” 7 მოგებით და 9 მარცხით B ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, სტუმრად, “საგესესთან” გამართავს.

0.116601