უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი მადრიდის “რეალსა” და გელზენკირხენის “შალკეს” შორის დღეს გაიმართება. შეხვედრამდე ესპანეთის დედაქალაქში დაპირისპირება პოლიციასა და “ხუმარების” გულშემატკივრებს შორის შედგა და საბოლოოდ 2 გერმანელი დააკავეს.
სულ მადრიდში “შალკეს” 3 000-მდე მხარდამჭერი ჩაჰყვა. გერმანურ გუნდს აქტიური მხარდამჭერები ჰყავს და საყვარელს გუნდს ყველგან დაჰყვებიან. “შალკეს” და “რეალს” შორის პირველი დაპირისპირება გელზენკირხენში 18 თებერვალს შედგა და კარლო ანჩელოტის შეგირდებმა დი მატეოს გუნდი 2:0 დაამარცხეს.