კალათბურთი

22:38 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა მორიგი მატჩი გამოტოვა

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა მორიგი მატჩი გამოტოვა. მანუმ ტრავმა მოიშუშა და თითქოს, ვოლგოგრადში “კრასნიე კრილიასთან” მატჩში უნდა ეთამაშა, თუმცა, “არმიელთა” თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა ის განაცხადში არ შეიყვანა.

გასული თამაში 2 კალათბურთელის დუელად იქცა. გამარჯვებულთა მხრიდან ფრანგმა ნანდო დე კოლომ 33 ქულა ჩააგდო, მასპინძელთა ამერიკელმა ლიდერმა რენდი კალპეპერმა კი 29 ქულა მოაგროვა. საბოლოოდ, მოსკოველებმა 101:88 იმარჯვეს.

ცსკა-მ 21 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ვთბ-ლიგის ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. მოსკოველებს მორიგი მატჩი 15 მარტს, შინ, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114622