ფეხბურთი

19:03 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს ბადალი არ ჰყავს

იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 2013-2014 წლების სერია A-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. “იუვენტუსის” ექს დამრიგებელმა “ოქროს მწვრთნელის” პრიზისთვის ბრძოლაში ვინჩენცო მონტელა (მეორე ადგილი) და რუდი გარსია (მესამე ადგილი) ჩამოიტოვა.

აღსანიშნავია, რომ კონტემ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო.

“ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი. ამ ჯილდოს მოგება საამაყოა. აქ მთელს ჩემ სამწვთნელო შტაბთან ერთად მოვედი, რადგან ეს მათი გამარჯვებაცაა”, განაცხადა კონტემ.

პულიელი სპეციალისტი “იუვენტუსის” დღევანდელ მდგომარეობასაც შეეხო:

“თუ დღევანდელ “იუვეს”, ჩემი დროის “იუვენტუსის” რიტმი აქვს, მაშინ 20 ქულით მეტი უნდა ჰქონდეს დაგროვებული. თუმცა, გუნდი პირველ ადგილზე დამსახურებულადაა, რადგან დღეს იტალიაში ბადალი არ ჰყავს”, - თქვა ანტონიომ.

გასული სეზონის სერია B-ს საუკეთესო მწვრთნელად კი “ემპოლის” დამრიგებელი მაურიციო სარი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ კონტემ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო.

0.115997