იტალიის სერია A-ს XXVI ტურის კვირას გასამართი მატჩები მეტ-ნაკლებად საინტერესო გამოვიდა. სრულად გაამართლა აპენინური ფეხბურთის მოყვარულების მოლოდინი ტურის მთავარმა შეხვედრამ. დედაქალაქურმა “რომამ” ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც ფრე ითამაშა. იტალიის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მცველმა ფედერიკო მატიელომ კი მძიმე ტრავმა მიიღო, რომელმაც მთელი იტალია შეძრა.
სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი კარგი სანახავი და დრამატული გამოდგა. “ნაპოლისა” და “ინტერის” შეხვედრის პირველმა ნახევარმა უგოლოდ განვლო, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე 45 წუთში თამაშს არაფერი აკლდა. მარეკ ჰამშიკისა და გონსალო იგუაინის გოლებით რაფა ბენიტესის ბიჭები ორბურთიანი უპირატესობით 63-ე წუთისთვის დაწინაურდნენ და თითქოს სამხრეთელებს 3 ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ... 72-ე წუთზე მასპინძელთა დაცვაში შექმნილი არეულობით როდრიგო პალასიომ კარგად ისარგებლა, ხოლო 87-ე წუთზე მაურო იკარდიმ მისივე წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა 11 მეტრიდან ვიქტორ პანენკას სტილში დაარტყა. საბოლოოდ, “სან პაოლოზე” გამართული მატჩი ფრედ, - 2:2 დასრულდა.
უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე “რომა” ვერ იგებს, თუმცა არც აგებს. რუდი გარსიას გუნდი ამჯერად გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფ ვერონას “კიევოს” დაუზავდა. შეხვედრაში ყველაზე საინტერესო მომენტი მე-16 წუთზე დაფიქსირდა, როცა მასპინძელთა მცველი ფედერიკო მატიელო და სტუმარი რეჯა ნაინგოლანი ერთმანეთს შეეჯახნენ. რასაც საბოლოოდ, 19 წლის მატიელოს უმძიმესი დაზიანება მოჰყვა. ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელს ოპერაციას 9 მარტის დილას გაუკეთებენ. დამეთანხმებით, რომ ვინც ეს ეპიზოდი ნახა გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა. თავად მატჩი კი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “მგლებმა” ზედიზედ მეოთხედ ითამაშეს ფრედ. ხოლო უკანასკნელ 9 ტურში მხოლოდ ორჯერ მოიგეს და 7 გზის მეტოქესთან ქულები გაიყვეს.
უხვგოლიანი გამოდგა უდინეში გამართული შეხვედრა. “უდინეზემ” ხუთ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო “ტორინომ” 30 ნოემბრის შემდგომ პირველად წააგო. არადა, ტურინელებმა კარგად დაიწყეს. მე-16 წუთზე ყოფილი გუნდის კარი ფაბიო კვალიარელამ აიღო. ფრიულელებმა წინ გასვლა მალევე შეძლეს. ჯერ, ტოტო დი ნატალემ იხეირა, შემდეგ პანაგიოტოს კონემ. მეორე ტაიმში გუნდებმა ერთურთს თითო გოლი გაუტანეს და საბოლოო გამარჯვებაც “უდინეზეს” დარჩა ანგარიშით – 3:2.
საყაიმო ანგარიშით გაიყარნენ ერთმანეთში “ემპოლი” და “ჯენოა”. პირველი ტაიმი ლიგურიელებმა ფრანგი მბიაიე ნიანგის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში კი ლევან მჭედლიძის თანაგუნდელებმა გათანაბრება შეძლეს. თავი შეცვლაზე შესულმა ცენტრალურმა მცველმა ბარბამ გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელს ამჯერად შეცვლაზეც არ მისცემია თამაშის საშუალება. აღსანიშნავია, რომ მაურიციო სარის გუნდმა ზედიზედ მეექვსე წაუგებელი მატჩი ჩაატარა.
გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა “ჩეზენასა” და “პალერმოს” დაპირისპირებამაც. თამაში იმდენად მოსაწყენი გამოდგა, რომ რეალური სახიფათო მომენტი თითზე ჩამოსათვლელადაც კი არ შექმნილა.
26-ე ტურის ყველაზე პოპულარული შედეგი ფრე, ხოლო ანგარიში – 0:0 გამოდგა. სწორედ ამ ანგარიშით დაშორდნენ ერთამენთს “ენიო ტარდინიზე” “პარმა” და ბერგამოს “ატალანტა”. ემილიელებმა ორი გამოტოვებული ტურის შემდეგ, როგორც იქნა მატჩის გამართვა შეძლეს, თუმცა შედეგი ისევ უცვლელი დარჩა. გუნდის მდგომარეობა უიმედოა.
XXVI ტური ორშაბათს ორი მატჩით დასრულდება. რომში, “ლაციო” – “ფიორენტინას”, ხოლო ტურინში, “იუვენტუსი” – “სასუოლოს” უმასპინძლებს.
“ჩეზენა” – “პალერმო” 0:0 (0:0)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 16.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კრაინჩი, ლუკინი (ვოლტა 50), მაგნუსონი; ჯორჯი (პულძეტი 76), მუდინგაი, დე ფეუდისი; ბრიენცა; დეფრელი (როდრიგესი 70), ჯურიჩი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; დაპრელა, ანდელკოვიჩი, ტერცი, ვიტიელო; რიგონი, ბარეტო (ჩოჩევი 89), იაიალო (მარესკა 60); ქუაისონი (ბელოტი 68), ვასკესი; დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გაფრთხილება: ჯორჯი (15) – იაიალო (10), ბარეტო (18)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 7 (1) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:3 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: ლუკა ბანტი
“კიევო” – “რომა” 0:0 (0:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 10.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; მატიელო (ბირსა 19), ცეზარი, დაინელი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პელისიერი (ბოტა 82), პალოსკი (მეჯორინი 65)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, კოული; ნაინგოლანი, კეიტა, პარედესი (ვერდე 61); ჟერვინიო, ტოტი (ლიაიჩი 60), იტურბე (პიანიჩი 80)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გაფრთხილება: დაინელი (37), ცეზარი (52), ჰეტემაი (78), ბირსა (88) – ფლორენცი (39), ნაინგოლანი (40)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 11 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:8 გაფრთხილება: 4:2
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
“ემპოლი” – “ჯენოა” 1:1 (0:1)
ემპოლი, “კასტელანი”
მაყურებელი: 9.000
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ლაურინი (სომა 78), ტონელი (ბარბა 7), რუგანი, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; საპონარა (ვერდი 55); მაკარონე, ტავანო
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, ბურდისო, რონკალია; ბერგდიხი, რინკონი, ბერტოლაჩი, ედენილსონი (იცო 70); იაგო ფალკე (კუჩკა 64), ნიანგი (ბორიელო 80), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 ნიანგი (27), 1:1 ბარბა (66)
გაფრთხილება: მარიო რუი (75), ვალდიფიორი (88) – ბურდისო (61), ბერტოლაჩი (69)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 13 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 9:6 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: ფაბიო მარესკა
“პარმა” – “ატალანტა” 0:0 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
მაყურებელი: 10.448
“პარმა” (4-4-1-1): მირანტე; მენდესი, ლუკარელი, სანტაკროჩე, გობი; ვარელა (ვარელა 78), მაური, ნოჩერინო (გალოპა 70), როდრიგესი; მარიგა (კოდა 46); ბელფოდილი;
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ბელინი, ბენალუანე (კერუბინი 50), დრამე; მილიაჩო, კარმონა, ჩიგარინი; ემანუელსონი (დენისი 85), პინილია, ბოაჩი (დ’ალესანდრო 46)
მწვრთნელი: ედი რეია
გაფრთხილება: ლუკარელი (2), როდრიგესი (78, 87) – დ’ალესანდრო (56), პინილია (90)
გაძევება: როდრიგესი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 9 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:4 გაფრთხილება: 3:2 გაძევება: 1:0
მსაჯი: მარკო დი ბელო
“უდინეზე” – “ტორინო” 3:2 (2:1)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 15.000
“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე (ბუბნჯიჩი 83), დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, პინცი (ბადუ 76), გილერმე, პასკუალე (გაბრიელ სილვა 46); კონე; დი ნატალე
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი (ბენასი 63), ფარნერუდი (ელ კადური 55), მოლინარო; მაქსი ლოპესი (ამაური 66), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 0:1 კვალიარელა (16), 1:1 დი ნატალე (18), კონე (26), 3:1 ვაგუე (49), 3:2 ბენასი (69)
გაფრთხილება: პასკუალე (23), კონე (53), პინცი (66) – გაცი (31), ბენასი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 12 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:4 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ნაპოლი” – “ინტერი” 2:2 (0:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებებლი: 34.000
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; ენრიკე, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ლოპესი, ინლერი; კალეხონი (მესტო 88), ჰამშიკი (გაბიადინი 80), მერტენსი (დე გუზმანი 73); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ჟუან ჟესუსი (პუშკაში 84), დ’ამბროზიო; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი (ერნანესი 65); შაქირი; პალასიო, იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 ჰამშიკი (51), 2:0 იგუაინი (63), 2:1 პალასიო (72), 2:2 იკარდი (87, პენ)
გაფრთხილება: მერტენსი (16), ენრიკე (49, 86) – ჟუან ჟესუსი (1), ბროჟოვიჩი (37), გუარინი (89)
გაძევება: ენრიკე (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 11 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:5 გაფრთხილება: 3:3 გაძევება: 1:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”), პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 11.