ახალი ამბები

22:23 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ოთხი გუნდიღა დარჩება

ორშაბათს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. პირველი შეხვედრები 18 თებერვალს ჩატარდა და ისეთი ანგარიშებით დამთავრდა, რომ ყველა გუნდს აქვს შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი. ცხადია, მეტ-ნაკლებად ფავორიტები არსებობენ, მაგრამ ჯერჯერობით შანსი ყველას აქვს.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ცხინვალი

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:30

დისკვალიფიცირებული: ვალიკო გახარია (ვიტ ჯორჯია)

პირველი მატჩი: 5:4

ჩემპიონატში ესენი განსხვავებულ ამოცანებს წყვეტენ. ცხინვალელებს ზაფხულში ევროთასებზე მოხვედრა განუზრახავთ და ამას არც მალავენ. ბოლო ტურში სწორედ “ვიტ ჯორჯიას” მოუგეს და მეხუთე ადგილზე არიან. თუმცა, ცხრილში სიმჭიდროვის გამო, ლიდერს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან. “ვეტერინარებს” კი წლეულს ვერ მისდით კარგად საქმე, გაზაფხულზე სამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და მყარად დგანან ბოლო ადგილზე.

თუმცა სათასო შეხვედრები სხვაა. პირველ მატჩში “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ამათ ნავდვილი თრილერი მოაწყვეს, ცხინვალელები სამჯერ დაწინაურდნენ ანგარიშში, მაგრამ საბოლოოდ მაინც “ვიტ ჯორჯიამ” იმარჯვა – 5:4. ეს შედეგი აუცილებლად შევა საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში.

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 14:30

პირველი მატჩი: 0:0

პირველი სათამაშო დღის მთავარი მოულოდნელიბა ის იყო, რომ “ჩიხურამ” რუსთავში “მეტალურგს” ვერ მოუგო. მოგეხსენებათ, რუსთაველების სავალალო მდგომარეობა, არც ხელფასები, არც პირობები, აი, ბოლო ტურში გზის ფულის უქონლობის გამო, მათი ლანჩხუთში ჩასვლაც სათუო იყო. მერე თანხა საიდანღაც გამოინახა და მატჩი არ ჩაშლილა, მაგრამ როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უნდა იყვენენ რუსთაველი ფეხბურთელები ძნელი წარმოსადგენი არ არის. ცხადია, სათასო შეხვედრაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ხსენებულ მიზეზთაAგამო ფავორიტად მაინც მასპინძლები ჩანან.

ტორპედო (ქუთისი) – სამტრედია

ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: თენგიზ ჩიკვილაძე (ტორპედო)

პირველი მატჩი: 1:2

იმერული დერბის პირველი რაუნდი სამტრედიელთაAგამარჯვებით დამთავრდა. თავიდან ქუთაისელები ბექა ტუღუშის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში, ორი წუთის ინტერვალში თორნიკე კაპანიძის მიერ შესრულებულმა დუბლმა, გამარჯვება მასპინძლებს არგუნა.

ქუთაისელებს 12 ტურია ჩემპიონატში აღარ მოუგიათ და გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან, სამტრედიელებმა კი ბოლო ტურში შინ “სიონს” 3:1 სძლიეს და ცხრილში მეოთხე ადგილზე დგანან.

დინამო (თბილისი) – დილა (გორი)

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა პარუნაშვილი (დინამო)

პირველი მატჩი: 0:0

ჩემპიოანტის ლიდერი მეორეადგილოსანს ეთამაშება და ამით ყველაფერია ნათქვამი. 18 თებერვალს ამათი პირველი მატჩი უგოლოდ დამთავრდა და შემდეგ, ჩემპიონატში ადგილებიც გაცვალეს. ერთი ტურის განმავლობაში ლიდერი “დილა” იყო, მაგრამ ბოლო ტურში გორელბი კერკეტ ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდნენ, “დინამომ” კი შინ “ზესტაფონს” მოუგო და ცხრილს ისევ კენწეროში მოექცა.

პირველი შეხვედრისა არ იყოს, ამ წყვილში ფავორიტის დასახელება მართლაც ძნელი საქმეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109173