“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მატუიდის თქმით, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა.
“ოთხშაბათს ლონდონში ძალიან მნიშვნლოვანი თამაში გველის. რთული შეხვედრა იქნება, “ჩელსი” ძლიერი და თვითდაჯერებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ და გოლი გავიტანოთ. მეოთხედფინალში გასასვლელად კარგი შანსი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, პსჟ ჟოზე მაურინიოს გუნდს გამოაგდებს.” - განაცხადა ბლეზ მატუიდიმ.
“ჩელსი” პსჟ-ს მატჩი 11 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. პარიზში პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.