ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ადრიანო “ლე ავრში” გადასვლა არ გამოუვიდა და გულის გადასაყოლებლად მშობლიურ რიო დე ჟანეიროს მიაშურა.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ყოფილი ფორვარდი რიოში, კოპაკაბანას საროსკიპოში მივიდა და 18 მეძავში 18 ათასი ევრო გადაიხადა. რამდენად სასიამოვნო ღამე გაატარა ადრიანომ, ეს ძნელი წარმოსადგენი არცაა.
33 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდ “ლე ავრში” თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ადრიანოს ფეხბურთში დაბრუნება რამდენი ხნით გადავადდა, არავინ იცის.