ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ვაშინგტონ ვიზარდსი” 91:85 დაამარცხა. ზაზა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 25 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 4 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი შესძინა.
ქარველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკიმ” მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ვისკონსინელთან რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე ანგარიში 84:84 იყო. ამ დროს ზაზა ფაჩულიამ გორტატთან და ნენესთან ბრძოლაში ბურთი მოხსნა და პერიმეტრზე პასი მიაწოდა კრის მიდელტონს, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო - ზაზამ მნიშვნელოვანი მოხსნა გააკეთა, რომელმაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. მატჩის საუკეთესო მექულე 30 ქულით “მილუოკის” მსროლელი კრის მიდელტონი გახლდათ.
“მილუოკი” 33 მოგებით და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.