კალათბურთი

11:01 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 22 ქულა და 15 მოხსნა ოვერტაიმში წაგებულ მატჩში

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის “ჩემპვილი” “ტადამონთან” ოვერტაიმში 99:107 დამარცხდა, სკიტა კი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო.

ცქიტიშვილმა თითქმის შეუცვლელად – 42 წუთს ითამაშა და 22 ქულა, 15 მოხსნა (7 შეტევაში), 6 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ნიკოლოზმა 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია, რაც “ჩემპვილის” რიგებში გამორჩეული შედეგი გახლდათ.

სტუმართაგან ასეთივე მაჩვენებელი დააფიქსირა სერბმა ცენტრმა ვლადან ვუკოსავლევიჩმა (29 ქულა, 14 მოხსნა), ამერიკელმა კორი უილიამსმა კი 31 ქულას და 8 მოხსნა და 10 პასი წაამატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ლიბანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის კვალად, 8 გუნდი ოთხეულებად დაიყო. ცქიტიშვილის გუნდი B ჯგუფშია, სადაც 7 მოგება და 8 მარცხი გააჩნია. “ჩემპვილს” მომდევნო მატჩი 9 მარტს უწევს, როდესაც სტუმრად აუტსაიდერ “ჰოოპსს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112282