ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (ACB) ხელმძღვანელობამ ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას, რომელმაც ამასწინათ “ბილბაოს” კალათბურთელ დეიან ტოდოროვიჩთან იჩხუბა, დროებით თამაში აუკრძალა (ინციდენტის საბოლოო გამოძიებამდე), ამდენად, თოკო გასულ ტურში მოედანზე არ გამოჩენილა.
“ლაბორალ კუჩა” “მორაბანკ ანდორას” დაუხვდა და 89:74 სძლია. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 29:11 მოიგეს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კოსიე იყო 20 ქულითა და 8 მოხსნით, სან ემეტერიომ 16 ქულა ჩააგდო, დარიუს ადამსმა – 14, ხოლო კიმ ტილიმ, რომელიც შენგელიას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში აღმოჩნდა, 13 ქულა მოაგროვა.
ბასკურმა კლუბმა 11 მარცხის წილ მე-12 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. “ლაბორალ კუჩა” მომდევნო მატჩს 15 მარტს, ისევ შინ, მადრიდულ “ხუვენტუტთან” ჩაატარებს.