კალათბურთი

10:54 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაქრაძე ამჯერად უქულოდ დარჩა

“ლაპუან კორიკობრატმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გივი ბაქრაძე იცავს, ფინეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა.

“კორიკობრატმა” “ნამიკა ლაჰტი” 86:72 დაამარცხა, ბაქრაძე კი წინა მატჩივით წარმატებულად ვერ გაისარჯა. შეგახსენებთ, რომ გივიმ “ნილან ბიზონსს” 24 ქულა ჩაუგდო, ამჯერად კი, უქულოდ დარჩა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:14 წუთში 2 ორქულიანი და სამქულიანი ააცილა. გივიმ 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ლაპუანმა” 21 მარცხის წილ მე-10 გამარჯვება იზეიმა და 11-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ბაქრაძის კლუბი მომდევნო მატჩს 13 მარტს სტუმრად “კტპ ბასკეტთან” გამართავს.

0.119198