ფეხბურთი

4:40 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა ახალი ლიდერის მოლოდინში

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის შემდეგ დიდი შანსია, რომ გათამაშებას ახალი ლიდერი ჰყავდეს. მადრიდის “რეალმა” თავის შეხვედრა “ბილბაოსთან” დათმო და თუ დღეს “ბარსელონა” შინ “რაიო ვალეკანოს” დაამარცხებს, ერთი ქულით გაასწრებს მადრიდულ კლუბს.

“ბილბაო” შეხვედრას მეტოქეზე დაღლილი (ოთხშაბათს ესპანეთის თასზე ითამაშა), მაგრამ უფრო მომზადებული შეხვდა. ერნესტო ვალვერდემ შეგირდები სათამაშოდ ძალიან კარგად განაწყო და ამავდროულად, სწორი ტაქტიკაც შეარჩია. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით “ბლანკოსზე”. სტუმრებს სწრაფად თამაში უჭირდათ, ფანტაზიის მხრივაც მოიკოჭლებდნენ და გააზრებულ იერიშებს ვერ აწარმოებდნენ. ყოველივე ამას სტატისტიკაც ასახავს: მადრიდელებმა ირაისოსის კარის ჩარჩოში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს. საპასუხოდ, მასპინძლები დაცვაში ძალიან ყურადღებით თამაშობდნენ, პრესინგს მიმართავდნენ და მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. გამოსარჩევია ინიაკი უილიამსის შესანიშნავი ასპარეზობა. 20 წლის შემტევი 75 წუთის განმალობაში მშვენივრად გაისარჯა და მეტოქე გუნდის მცველები მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდა.

შეხვედრა კლუბებმა ფრთხილი თამაშით დაიწყეს და რეალური საგოლე მომენტები არ იქნებოდა. პირველივე სახიფათო ეპიზოდი გატანილი გოლით დასრულდა, 25-ე წუთზე მიკელ რიკომ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც არიც ადურისმა პეპეს დაასწო და იკერ კასილასს ჩინებული თავური გაუტანა.

მადრიდელებს გათანაბრების შანსი მეორე ნახევარში ჰქონდათ, თუმცა გორკა ირაისოსმა ჯერ ქარიმ ბენზემას აჯობა, ხოლო შემდეგ კრიშტიანო რონალდუს. საპასუხოდ, დუბლი შესრულება შეეძლო არიც ადურისს, თუმცა მისი თავური დარტყმა ამჯერად ძელმა მოიგერია. მატჩის ბოლოს გარეტ ბეილს ძალიან ცოტა დააკლდა ულამაზესი გოლის გატანამდე, უელსელმა დაახლოებით მოედნის ცენტრიდან დაარტყა მეტოქის კარში, ირაისოსიც უძლური იყო, მაგრამ გარეტს არ გაუმართლა და ბურთი ძელმა უკუაგდო – 1:0. ბასკებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და მე-8 ადგილამდე აინაცვლეს, ხოლო “რეალს” დიდი ალბათობით წაგება ძვირად დაუჯდება და ლიდერობას დაკარგავს.

შესანიშნავი მატჩი გაიმართა “რიასორზე”, სადაც ერთმანეთს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მერბრძოლი “დეპორტივო” და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე “სევილია” ხვდებოდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და 28-ე წუთზე ივან კავალეიროს კარგი თამაშის შემდეგ ორიოლ რიერამ ანგარიში გახსნა. მასპინძელთა სიხარულმა მხოლოდ ხუთ წუთს გასტანა, კარლოს ბაკამ შესანიშნავად ითამაშა და ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ვიტოლოს დაუტოვა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და წონასწორობა აღადგინა. 52-ე წუთზე ვიტოლომ დუბლი შეასრულა, ხოლო 65-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შემოსულმა კევინ გამეირომ შეასრულა ზუსტად. 72-ე წუთზე ორიოლ რიერამ დუბლი გაიფორმა და ვითარება კვლავ დაიძაბა, მაგრამ 83-ე წუთზე სიდნეიმ ავტოგოლი მიითვალა და მატჩის ბედი გადაწყდა. გალისიელებმა რაც მოახერხეს, ანგარიშის შემცირებაა – ლუკას პერესმა 93-ე წუთზე ზუსტად პენალტი შეასრულა – 3:4.

“ელჩემ” უშუალო კონკურენტი “ალმერია” დაამარცხა შინ და მის მაგივრად ჩაუშვა გასავარდნ ზონაში. გამარჯვების მომტანი გოლი ვიქტორ როდრიგესმა გაიტანა მე-6 წუთზე.

ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “გრანადამ” ანდალუსიურ დერბიში “მალაგას” უმასპინძლა, რომელსაც ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაზე აქვს პრეტენზია. ბევრისთვის მოულოდნელად, შეხვედრამ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. 57-ე წუთზე იგნასიო კამაჩომ ავტოგოლი მიითვალა და სამი ქულა “გრანადას” დარჩა, რომელიც გამარჯვების მიუხედავად მე-19 ადგილზეა.

დეპორტივო – სევილია 3:4 (1:1)


ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ინსუა, ხუანფრანი (ხ.როდრიგესი 80), ლუისინიო, ბერგენტინოსი, ბორგესი, კავალეირო (ფარინა 62), კუენკა (ჰ.კოშტა 74), ლ.პერესი, რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, პარეხა, კოლოძიეჩაკი, ფ.ნავარო, ფიგეირაში, კრიშოვიაკი, იბორა (მ’ბა 61), ბანეგა (დ.სუარესი 78), ვიტოლო, ვიდალი, ბაკა (გამეირო 61).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0;2:3 რიერა (28;72), 1:1;1:2 ვიტოლო (33;52), 1:3 გამეირო (65 პენ.), 2:4 სიდნეი (83 ს.კ.), 3:4 ლ.პერესი (93 პენ).
გაფრთხილებები: ინსუა – იბორა, კრიშოვიაკი, ბანეგა, ფიგეირაში
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15(5)-11(6), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-2

ბილბაო – რეალი 1:0 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი, მ.რიკო (ტოკერო 91), ირაოლა, მუნიაინი (სუსაეტა 64), უილიამსი (გ.ფერნანდესი 75), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რეალი (4-3-3): კასილასი, პეპე, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი (ლ.სილვ 76), ილარამენდი (ხესე 71), ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ერნანდესი 80).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: ადურისი 26.
გაფრთხილებები: ეჩიტა, გურპეგი, ადურისი – კროოსი, ილარამენდი, ისკო, მარსელო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 6(2)-13(2), ჯარიმა: 17-11, კუთხური: 1-8, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-1

ელჩე – ალმერია 1:0 (1:0)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-4-1-1): ტიტონი, როკო, ლომბანი, სისმა, დ.სუარესი, ა.გონსალესი (ხ.ანხელი 89), ა.ნიგუეზი (გ.როდრიგესი 75), პასალიჩი, ვ.როდრიგესი (კორო), ფაჟრი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესრიბა

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ვერზა, კორონა, ფ.სორიანო (რომერა 76), ვ.სილვა (კასადო 87), ზონგო (ესპინოსა 66), ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლი: ვ.როდრიგესი 6.
გაფრთხილებები: ა.ნიგუეზი, ლომბანი, ა.გონსალესი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 14(3)-8(2), ჯარიმა: 13-15, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-2


გრანადა – მალაგა 1:0 (0:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-3-3): ოლაზაბალი, ბაბინი, მურილიო, ინსუა, ნიომი, რ.პერესი, ფ.რიკო, მარკესი, პიტი (რიკი 71), იბანესი (ფოლქიერი 87), ელ არაბი (კორდობა 68).
მწვრთნელი: აბელ რესინო

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, მ.ტორესი (ბოკა 63), კამაჩო, დარდერი, ჰორტა (ლ.ალბერტო 72), სამუელი (ამრაბატი 54), კასტილიეხო, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: კამაჩო 57 ს.კ.
გაფრთხილებები: მარკესი, პიტი, კორდობა, რ.პერესი – ანხელერი, მ.ტორესი, როსალესი, კამაჩო, ველიგტონი
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 14(3)-5(1), ჯარიმა: 11-20, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 1-6, სეივი: 1-2

თეგებილა ლიგა
0.191954