ჰოლანდიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ჰერაკლესმა” საკუთარ მოედანზე ფრედ 1:1 ითამაშა “ვიტესთან.” სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილმა მინდორი 70-ე წუთზე დატოვა, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია კი განაცხადში არ იმყოფებოდა.
ანგარიში 21-ე წუთზე ტრაორეს გოლით სტუმრებმა გახსნეს, მატჩის მიწურულს კი ავდიჩმა გაათანაბრა.
ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში “ვიტესი” მე-6 ადგილზეა.
“გენკიმ” შინ 3:2 დაამარცხა “ვარეგემი.” ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო, თორნიკე ოქრიაშვილი კი სათადარიგო იყო და 65-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში.
პირველი ტაიმი მაკლიშის გუნდმა 2:0 მოიგო. 52-ე წუთზე “ასტონ ვილას” ფორვარდ კრისტიან ბენტეკეს უმცროსმა ძმამ, ჯონათანმა სხვაობა შეამცირა. მატჩის მიწურულს 89-ე და 91-ე წუთებზე გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
ამ ეტაპზე ბელგიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “გენკი” მე-6 ადგილზეა.