ფეხბურთი

18:07 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟინიაკი ბომბარდირთა სათავეში

“მარსელის” ფორვარდი ანდრე პიერ ჟინიაკი “ტულუზასთან” ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში (6:1) მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 89-ე წუთზე გოლი გაიტანა.

29 წლის შემტევისთვის ეს გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში 97-ე გამოდგა. ამ მაჩვენებლით ჟინიაკმა “ბასტიას” ვეტერან თავდამსხმელს ჟიბრილ სისეს (96 გოლი) გადაასწრო და მოქმედ ფეხბურთელთა შორის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არგენტინელი დელიო ონისია. მას 1971-1986 წლებში “რეიმსის”, “მონაკოს”, “ტურის” და “ტულონის” რიგებში ასპარეზობისას, ჩემპიონატის მატჩებში, მეტოქეთა კარი 299-ჯერ დაულაშქრავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126679