Tuttosport-ის ინფორმაციით, ლუკაშ პოდოლსკი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას კვლავ “არსენალში” განაგრძობს.
პოდოლსკი 2012 წლიდან “არსენალის” ღირსებას იცავს. ფეხბურთელი ლონდონურმა კლუბმა 2015 წელს “ინტერში” გაანათხოვრა. წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი პოდოლსკის ყიდვას არ აპირებს. შესაბამისად, შემტევი სეზონის დასრულების შემდეგ “არსენალში” დაბრუნდება.
პოდოლსკიმ “არსენალში” 60 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, ხოლო “ინტერის” შემადგენლობაში 9 მატჩი ითამაშა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.