“ეიბარის” კრიზისს ბოლო აღარ უჩანს. შესანიშნავი პირველი წრის შემდეგ გაისკა გარიტანოს კრებულს სერიოზული ჩავარდნა დაეწყო და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ბასკებმა სეზონის ნახევარი მე-8 ადგილზე დაასრულეს, თუმცა მიჯრით მეშვიდე შეხვედრა წააგეს და საშიშ ზონამდე სამი ქულაღა აშორებთ.
“ეიბარი” ამჯერად ვალენსიაში დამარცხდა. “სიუდად დე ვალენსიაზე” გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში “ლევანტეს” საულ ბერხონიმ გაუტანა. გაშვებულ გოლს მასპინძლები არ დაუბნევია და მალევე შედეგიანად უპასუხეს ბასკებს. ორწუთიან მონაკვეთში, 65-ე და 67-ე წუთებზე ხიმენესს ტონიომ და კალუ უჩემ გაუტანეს. სტუმრები შეხვედრის შემოტრიალებას ეცადნენ, თუმცა ხეირიანი არაფერი გამოსვლიათ. 89-ე წუთზე სტუმრებს დანი გარსია გაუძევეს და შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს – 2:1.
“ლევანტემ” ბოლო ხუთ მატჩში მესამედ მოიგო და გასავარდნ ზონას დააღწია თავი.
ლევანტე – ეიბარი 2:1 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, რამისი, დ.ნავარო, ტონიო, მორალესი, კამარასა (ხოსე მარი 92), სიმაო, რ.გარსია (ელ ჟარი 60), ხუმეტრა, ბარალი, უჩე (კასადედუსი 81).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ეიბარი (4-2-3-1): ხ.ხიმენესი, ეკიზა (ბორხა 87), რ.ნავასი, კასტელიანო, ბოვედა, ლარა, დ.გარსია, კაპა (პიოვაკარი 72), დელ მორალი, ბერხონი, ლეკიჩი (არუაბარენა 72).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გოლები: 0:1 ბერხონი (55), 1:1 ბარალი (65), 2:1 უჩე (67).
გაფრთხილებები: სიმაო, რამისი, ხუმეტრა, ელ ჟარი – დ.გარსია, ეკიზა, ლეკიჩი, რ.ნავასი, კასტელიანო, არუაბარენა, დელ მორალი
გაძევება: დ.გარსია 89.
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12(4)-14(3), ჯარიმა: 11-17, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-2