Football italia-ს ცნობით, “მილანი” “პარმას” 19 წლის არგენტინელი ნახევარმცველით, ხოსე მაურით დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, “როსონერი” არგენტინელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.
როგორც ცნობილია “პარმას” ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც გუნდმა რამდენიმე თამაში გამოტოვა. მაურიმ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.