როგორც იტალიური “ტუტოსპორტი” იუწყება, შესაძლოა “სევილიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის შეთანხმება შედგეს. ესპანური კლუბი სეზონის ბოლოს კარლოს ბაკას გაყიდვას გეგმავს, მის შემცვლელად კი იტალიური კლუბის ბასკ ფორვარდს ფერნანდო ლორენტეს მოიაზრებს.
ბაკა საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 14 გოლი გაიტანა, თუმცა ესპანური კლუბი ბაკას შენარჩუნებას მაინც არ აპირებს.
ლორენტე იტალიურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. ფერნანდომ მიმდინარე სეზონის სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 30 წლის ფორვარდს ესპანეთის პრიმერა დივიზონში გამოსვლის დიდი გამოცდილება აქვს.