ფეხბურთი

18:49 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” ტიფოზები დი ლივიოს განუდგნენ

იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევრცველმა ანჯელო დი ლივიომ “რომა”-“იუვენტუსის” თამაშამდე იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ამ მატჩში, რომაელების მხარეს იყო, რადგან ჩემპიონატს ინტრიგა მხოლოდ ასე თუ შეუნარჩუნდებოდა. ამ ფაქტის გამო, ტურინელმა გულშემატკივრებმა დი ლივიოს სიტყვები დაგმეს და კლუბის ხელმძღვანელობას “იუვენტუს სთედიუმიდან” მისი სახელობის ვარსკვლავის აღება მოსთხოვეს.

როგორც მოგეხსენებათ, “იუვეს” არენაზე კლუბის ისტორიაში 50 ყველაზე დამსახურებული ფეხბურთელის ვარსკვლავია გახსნილი.

ანჯელო დი ლივიო “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 1993-1999 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური რამ, 2009 წელს “იუვეს” პოლონელ ლეგიონერ ზბიგნევ ბონიეკთან დაკავშირებითაც მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111834