ფეხბურთი

12:19 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “არსენალს” დიაბი, არტეტა და ფლამინი დატოვებენ

როგორც “დეილი ექსპრესი” იუწყება, ლონდონის “არსენალს” სეზონის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ შორის არიან დიაბი, ფლამინი და არტეტა. აღნიშნული წყაროს ცნობით, არსენ ვენგერს ნახევარდაცვის მთავარ ფიგურად ფრანსის კოშიელნის ხილვა სურს და მის გარშემო ახალი გუნდის აშენებას აპირებს.

ფრანსის კოშიელნი “არსენალში” 2008 წლიდან თამაშობს, თუმცა ხშირად ანათხოვრებდნენ. იჯარის წესით თამაშობდა “ლორიენში,” “ფრაიბურგსა” და “ჩარლტონში”.

28 წლის ფრანგი ფეხბურთელის, აბუ დიაბის საქმე რთულადაა. მან ქრონიკული ტრავმი გამო პრემიერლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი მოედანზე არ გასულა. მიკელ არტეტამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო ფლამინიმ 19 მატჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110921