"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, ოფიციალურად არ განუცხადებია ნბა-დან წასვლის შესახებ, მისი კარიერა დასრულდა.
"სამწუხაროდ ნბა-ში თამაში ჩემთვის ზედმეტია. ერთ მატჩს ვატარებ და შემდეგ თვეს ვტოვებ. ზურგთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა მაქვს. ბოლო ორი წელი ბევრს ვშრომობდი, რომ ერთი სეზონი მაინც ჩამეტარებინა. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, ეს აღარ მოხდება"- 41 წლის ნეშის სიტყვებს TSN ციტირებს.
ნეშს ზურგის ტრავმის გამო 2014-15 წლების სეზონში არ უთამაშია. სტივის დებიუტი ნბა-ში 1996 წელს "ფინიქს სანსში" შედგა. ნეში 1998-წლიდან 2000-მდე "დალასის” ღირსებას იცავდა. 2004-დან 2012-მდე გამთამაშებელი ისევ "ფინიქსში" თამაშობდა. 2012 წლიდან ის "ლეიკერსში" ირიცხება. კანადელი კალათბურთელი ნბა-ს რეგულარული სეზონის 2-გზის საუკეთესო კალათბურთელია (2005-2006).