ფეხბურთი

20:11 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "ევერტონის" ნახევარმცველით დაინტერესდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონის" 24 წლის ირლანდიელი ნახევარმცველის ჯეიმს მაკარტის გადაბირებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერული კლუბი მაკარტის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

ფეხბურთელმა 2013 წელს "ევერტონთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ირლანდიელს ლივერპულური კლუბის მაისურით 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111783