ფეხბურთი

19:43 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა “ფიორენტინას” დატოვებას არ აპირებს

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ფლორენციული კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, მონტელა “მილანის” ჩაბარების მთავარ კანდიდატად განიხილება. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, “როსონერი” ამჟამინდელ დამრიგებელს, ფილიპო ინძაგის კარისკენ მიუთითებს და მის ნაცვლად მონტელას მიიწვევს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილანელებმა 40 წლის სპეციალისტს თავიანთი პირობები უკვე აცნობეს და მას წლიურად 2 მილიონი ევროს გადახდას დაჰპირდნენ.

La Repubblica კი იტყობინება, რომ მონტელა, ცოტა ხნის წინათ, “ფიორენტინას” პრეზიდენტს შეხვდა და მას განუცხადა, რომ მუშაობის ფლორენციულ კლუბში გაგრძელება სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126673