ფეხბურთი

18:38 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟილბერტუ სილვა: “ზოგჯერ მეჩვენება, რომ იოზილი ნელა მოქმედებს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი ჟილბერტუ სილვა მიიჩნევს, რომ “მეთოფეების” გერმანელ შემტევს, მესუთ იოზილს საკუთარი თამაშის გაუმჯობესება შეუძლია.

“როგორც ფეხბურთელი, იოზილი მომწონს. თუმცა, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის ნელა მოქმედებს. იოზილს აქვს საკმარისი თვისებები იმისათვის, რომ მოედანზე სიტუაცია შეცვალოს. მისი თვისებების გათვალისწინებით, მესუთს შეუძლია “არსენალისთვის” უფრო გამოსადეგი ფეხბურთელი გახდეს.

ესპანეთიდან ინგლისში გადასვლის შემდეგ ადაპტაციის გავლა ძნელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელს გუნდისა და მწვრთნელის ფილოსოფია ესმოდეს და ხვდებოდეს, რა სურთ გულშემატკივრებს.” – განაცხადა სილვამ.

0.116577