ფეხბურთი

12:33 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი “ნიუ იორკ სიტის” წარმომადგენელს შეხვდა

როგორც ესპანური მედია იუწყება, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ბარსელონაში მამამისთან და აგენტთან ერთად “ნიუ იორკ სიტის” წარმომადგენელს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა.

აღნიშნული შეხვედრის დროს ჩავის ფრენკ ლამპარდთან და დავიდ ვილიასთანაც ჰქონდა საუბარი და მათ მოსაზრებები გაცვალეს. MLS-ის ახალი გუნდი გასულ წელსაც ცდილობდა ჩავის შეძენას, თუმცა ამერიკელებს მცდელობები წყალში ჩაეყარათ.

ერნანდესს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. შესაბამისად ნიუ იორკელებმა ვეტერან, გამოცდილ ფეხბურთელში თანხა უნდა გადაიხადონ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს შესთავაზებს “ნიუ იორკ სიტი” “ბარსელონას” ერთ-ერთი ლეგენდარული მოთამაშის სანაცვლოდ.

0.110848