ფეხბურთი

11:13 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

როისი ტრავმირებულია (+VIDEO)

გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის “ბორუსიის” შემტევმა მარკო როისმა 3 მარტს დრეზდენის “დინამოს” წინააღმდეგ მოგებულ (2:0) გერმანიის თასის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და 25-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე მხითარიანი შევიდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის ტრავმა აწუხებს ფეხბურთელს. მედიკოსთა ჯგუფი შემტევს დიაგნოზს უახლოეს მომავალში დაუსვამს და ცნობილი გახდება სარეაბილიტაციო პერიოდის ვადა.

დორტმუნდელთა თავკაცმა შეხვედრის შემდეგ როისის შესახებ კომენტარი გააკეთა: “თავიდან ვთქვი, შესაძლოა მან ფეხი მოიტეხა, მაგრამ საბოლოოდ რა მდგომარეობაშია როისი და მიიღებს თუ არა უიქენდზე ბუნდესლიგის მატჩში მონაწილეობას არ ვიცი.”

მარკომ ბრაზილიაში გამართული მუნდიალი სწორედ ტრავმის გამო გამოტოვა. როისმა კოჭის დაზიანება გასული წლის ნოემბერშიც მიიღო და გუნდს ორი თვით დააკლდა.

25 წლის როისის ტრავმა თუ სერიოზული აღმოჩნდება “დორტმუნდისთვის” გუნდის ლიდერის დაკარგვა უსიამოვნო იქნება. ბოლო ხუთ მატჩში შემტევმა თითო-თითო გოლის გატანა შეძლო.

0.112381