იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ნაპოლიმ” 23 წლის მეკარე ლუიჯი სეპესთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააგრძელა. ახალგაზრდა კიპერი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით “ემპოლიში” ატარებს და საკმაოდ მაღალ დონეზეც ასპარეზობს. ნეაპოლიტანურ გუნდს კი წლეულს მეკარის პრობლემა შეექმნა. რაფა ბენიტესის იმედები ბრაზილიელმა რაფაელმა ვერ გაამართლა, რომელიც ბოლო ხანებში სათადარიგო სკამს გაუშინაურდა. როგორც ჩანს აურელიო დე ლაურენტისი კარის დარაჯში ფულის დახარჯვას ზაფხულში არ გეგმავს და სეპეს მომავალი სეზონიდან “სან პაოლოზე” ვიხილავთ.
მიმდინარე სეზონი 23 წლის მეკარისთვის სერია A-ში სადებიუტოა. მან “ემპოლელთა” ღირსება 21 მატჩში დაიცვა.