ფეხბურთი

18:39 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მისიმოვიჩმა კარიერა დაასრულა

32 წლის ბოსნიელმა ნახევარმცველმა, ზვეზდან მისიმოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

ფეხბურთელის თქმით, ბოლო დროს, მას რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ საინტერესო არცერთი მათგანი არ იყო, რის შემდეგაც მან ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

მისიმოვიჩმა პროფესიონალური კარიერა “ბაიერნში” დაიწყო, მაგრამ მიუნხენურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. შემდეგ იყო “ბოხუმი”, “ნიურნბერგი” და “ვოლფსბურგი”. “მგლებს” ის ბუნდესლიგის მოგებაში დაეხმარა. გერმანიის დატოვების შემდეგ მისიმოვიჩმა “გალათასარაიში”, მოსკოვის “დინამოსა” და ჩინურ “გუიჩჟოუში” ითამაშა.

0.115445