გერმანული “ვოლფსბურგის” ლიდერად მოვლენილი ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ბას დოსტი აცხადებს, რომ მას ყოველ მატჩში წარმატებული სერიის შეწყვეტის განცდა აქვს.
დოსტი, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში, სასტარტო შემადგენლობაში ითვიათად ხვდებოდა. სეზონის პირველ ნახევარში მან მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. 2015 წლის დაწყების შემდეგ, ჰოლანდიელმა შემტევმა, ბუნდესლიგის 7 მატჩში, თავი 12 გოლით გამოიჩინა, რასაც ევროპის ლიგაზე გატანილი 2 ბურთიც ემატება.
“ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ ამჯერად გატანას ნამდვილად ვერ მოვახერხებ, მაგრამ სერია გრძელდება. ვნახოთ, რა შედეგი მექნება სეზონის ბოლოს.
რაც შეეხება “ვოლფსბურგს” – გუნდმა დაამტკიცა, რომ მოგება მაშინაც შეუძლია, როდესაც პირველ გოლს გაუშვებს.” – განაცხადა ბას დოსტმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.