ლადო დვალიშვილმა მიმდინარე წელს მეორედ “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა. დანიის საფეხბურთო სუპერლიგის განვლილ ტურში, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართა, “ოდენსემ” სახლში “ბრონდბიუ” 1:0 დაამარცხა, ხოლო დვალიშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მან 2 დღის შემდეგ დუბლებში ითამაშა, ქართველს ტრავმა არ აქვს, უბრალოდ, მთავარი მწვრთნელი ოვე პედერსენი არ წყალობს.
“ოდენსეს” სარეზერვო გუნდმა “ლუნგბიუ” 3:1 დაამარცხა, ხოლო დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა.