ფეხბურთი

10:30 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესის ათეული, რონალდუს პირველობა

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ევროპის ელიტური დივიზიონების (პრიმერა დივიზიონი, სერია A, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1) ტოპათეულში ლეო მესიც მოხვდა. არგენტინელმა გასულ უიკ ენდზე “გრანადას” გაუტანა და საკუთარი გოლების რიცხვი 269-დე აიყვანა.

გასულ კვირას მორიგი რეკორდი დაამყარა კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიჯრით 5 სეზონის განმავლობაში ერთ-ერთ წამყვან ეროვნულ ჩემპიონატში 30 და მეტი გოლის გატანა (40, 46, 34, 31, 30) მოახერხა. აქამდე კრიშტიანუ პირველობას ლეო მესისთან, დეივ ჰოლიდეისა და ჯიმი გრივზთან იყოფდა.

გთავაზობთ ტოპხუთეულის ჩემპიონატების 10 საუკეთესო ბომბარდირის სიას:

1 – ჯიმი გრივზი (ინგლისი) – 366

2 – გერდ მიულერი (გერმანია) – 365

3 – სტივ ბლუმერი (ინგლისი) - 317

4 – დიქსი დინი (ინგლისი) – 310

5 – დელიო ონისი (საფრანგეთი) – 299

6 – კრიშტიანუ რონალდუ (ინგლისი, ესპანეთი) – 291

7 – გორდონ ჰოჯსონი (ინგლისი) – 287

8 – ალან შირერი (ინგლისი) – 283

9 – სილვიო პიოლა (იტალია) – 274

10 – ლეო მესი (ესპანეთი) - 269

0.115824