ფეხბურთი

17:45 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო პრემიერლიგაში გაახსენდათ

ინგლისური გამოცემა “სანის” ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის ორი გუნდი, “ასტონ ვილა” და ლივერპულის “ევერტონი” ზაფხულში სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ბრაზილიელი გამთამაშებელის დიეგოს შეძენას შეეცდებიან. 30 წლის სამხრეთამერიკელ შემტევს თურქულ გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

დიეგოს კარიერის საუკეთესო წლები ბრემენის “ვერდერში” გაუტარებია. ევროპაში გარდა ამისა, “პორტუს”, “იუვენტუსისა” და “ატლეტიკოს” რიგებშიც აქვს ნათამაშები.

“ფენერბაჰჩეში” იგი მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და თურქეთის სუპერლიგაში 16 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117542