“მანჩესტერ სიტი” “რეალის” 22 წლის ნახევარმცველით, ესპანელი ისკოთი დაინტერესდა. მანჩესტერული კლუბი ესპანელის გადაბირებას 2013 წელსაც გეგმავდა, როცა ისკო “მალაგაში” თამაშობდა, მაგრამ ფეხბურთელმა “სამეფო კლუბი” აირჩია.
Daily Express-ის ინფორმაციით, “სიტი” ისკოს შეძენის შემდეგ გუნდიდან სამირ ნასრის გაშვებას გეგმავს. წყაროს ცნობით, ფრანგი შემტევით “იუვენტუსია” დაინტერესებული.
ისკომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.