კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის დარჩენილი ექვსი მატჩი გაიმართა. ვაკეში, “მიხეილ მესხზე,” ბოლნისის “სიონმა” თბილისის “დინამოს” 2:1 მოუგო, ხოლო გორის “დილამ” შინ ამავე ანგარიშით ქუთაისის “ტორპედოს” სძლია და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ცუდი სტარტის შემდეგ გაიმარჯვა “ცხინვალმა.” შიდაქართლელებმა “მერანს” ახალგახსნილ სტადიონზე ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. იმარჯვა კიდევ ორმა სტუმარმა, მცხეთაში “სამტრედიამ” “ვიტ ჯორჯიას” სძლია, რუსთავში “ზუგდიდმა” “მეტალურგს.” იმერული დერბი კი ზესტაფონში ფრედ დასრულდა.
მე-17 ტური
28 თებერვალი
შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)
1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)
კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)
0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)
1 მარტი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია 0:1 (0:1)
0:1 ილია კერძევაძე (34)
სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 2:1 (1:1)
0:1 მათე ცინცაძე (35), 1:1 ლუიშ ალბერტუ (45), 2:1 დაჩი ცნობილაძე (50)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (2:0)
1:0 ნიკა კვეკვესკირი (14), 2:0 თენგიზ ჩიკვილაძე (41, საკ. კარში), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (70)
მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 0:1 (0:1)
0:1 ლუკა გეგუჩია (12)
მერანი (მარტვილი) – ცხინვალი 0:2 (0:1)
0:1 თეიმურაზ მარკოზაშვილი (45), 0:2 ლაშა შინდაგორიძე (56)
ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:2 (1:0)
1:0 ირაკლი სიხარულიძე (15), 1:1 თორნიკე მუმლაძე (56), 2:1 გიორგი ილურიძე (78), 2:2 ლაშა ჩიკვაიძე (90)
1. | დილა | 17 | 10 | 4 | 3 | 25:14 | 34 | |
2. | დინამო თბ. | 17 | 10 | 2 | 5 | 28:15 | 32 | |
3. | დინამო ბთ. | 17 | 9 | 3 | 5 | 21:14 | 30 | |
4. | სამტრედია | 17 | 8 | 4 | 5 | 18:12 | 28 | |
5. | ცხინვალი | 17 | 8 | 3 | 6 | 17:22 | 27 | |
6. | ჩიხურა | 17 | 7 | 5 | 5 | 21:19 | 26 | |
7. | მეტალურგი | 17 | 6 | 5 | 6 | 19:18 | 23 | |
8. | გურია | 17 | 5 | 7 | 5 | 17:25 | 22 | |
9. | მერანი | 17 | 5 | 6 | 6 | 13:14 | 21 | |
10. | შუქურა | 17 | 5 | 6 | 6 | 16:18 | 21 | |
11. | ზესტაფონი | 17 | 4 | 8 | 5 | 31:25 | 20 | |
12. | კოლხეთი | 17 | 4 | 6 | 7 | 13:19 | 18 | |
13. | ზუგდიდი | 17 | 4 | 6 | 7 | 10:17 | 18 | |
14. | ტორპედო | 17 | 3 | 8 | 6 | 18:20 | 17 | |
15. | სიონი | 17 | 4 | 5 | 8 | 14:22 | 17 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 17 | 3 | 4 | 10 | 16:23 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.