ჩოგბურთი

12:26 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერერის მეოთხე სომბრერო

32 წლის ვალენსიელმა დავიდ ფერერმა წლეულს მესამე ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით საუკეთესოა. დავიდმა რიო დე ჟანეიროსა და დოჰას შეჯიბრებებზე გამარჯვების შემდეგ მექსიკის საკურორტო ქალაქ აკაპულკოშიც მთავარი პრიზი დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში ფერერმა ერთადერთი მატჩი დათმო. მას იაპონელმა კეი ნიშიკორიმ ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში სძლია, აკაპულკოს ტურნირის ფინალში კი დავიდმა რევანშის აღემა მოახერხა - პირენელმა იაპონელს 6:3, 7:5 სძლია და 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 300 ათასი დოლარიც დაიმსახურა. ამასთან, გამარჯვებულისთვის განკუთვნილ მთავარ პრიზთან ერთად ფერერს მექსიკის ეროვნული ქუდი სომბრეროც გადასცეს.

ფერერისა და ნიშიკორის ფინალი საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში დავიდმა 6 ეისი შეასრულა და პირად შეხვედრებში ნიშიკორისთან ჩამორჩენა შეამცირა. კარიერის განმავლობაში ფერერმა მეოთხედ მოუგო ნიშიკორის, თავად კი მასთან 7 მარცხი აქვს განცდილი.

დავიდ ფერერმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 24-ე ტიტული მოიპოვა, ამასთან აკაპულკოში უკვე მეოთხედ იმარჯვა. დავიდმა ამ ქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრებაში მეხუთე ფინალი (ერთადერთ გადამწყვეტი მატჩი რაფა ნადალთან წააგო) ითამაშა.

აკაპულკოს პრესტიჟული ტურნირი სათავეს 1993 წლიდან იღებს.

0.110516