ჩოგბურთი

22:21 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის მეშვიდე ტიტული დუბაიში

დიდი სლემის ტურნირების სარეკორდოდ, 17-გზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის Dubai Duty Free Tennis Championships-ის ფინალში რეიტინგსიის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:3, 7:5 მოუგო და ხსენებულ შეჯიბრებაზე მეშვიდედ იმარჯვა. დუბაის ტურნირი მესამეა, რომელზეც ფედერერი შვიდჯერ ან მეტჯერ იმარჯვებს. როჯერი ანალოგიური წარმატებით უიმბლდონსა და გერმანიის ქალაქ ჰალეში გამოდის.

პლანეტის პირველ-მეორე ჩოგნების ფინალმა საათსა და 24 წუთს გასტანა. 33 წლის ფედერერმა 11 ეისი, 2 ბრეიკი შეასრულა და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეოცედ მოუგო 27 წლის ჯოკოვიჩს. ნოვაკს როჯერი 17-ჯერ ჰყავს დამარცხებული. ფედერერმა 84-ე ტურნირი მოიგო, დუბაიში მიღწეული წარმატების სანაცვლოდ შვეიცარიელმა 500 სარეიტინგო ქულა და 505 ათასი დოლარი დაისახურა. შეგახსენებთ, ფედერერი დუბაის შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია.

ჯოკოვიჩთან გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას ფედერერმა თავის კარიერაში 9000-ე ეისი შეასრულა. როჯერი მეოთხე ჩოგბურთელია, რომელმაც ეს მიჯნა გადალახა. მანამდე 9000-ზე მეტი ეისი ხორვატმა გორან ივანიშევიჩმა, ამერიკელმა ენდი როდიკმა და ხორვატმა ივო კარლოვიჩმა შეასრულეს.

0.117077