ფეხბურთი

15:47 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” თვალი დარმიანს დაადგა

იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლის” მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ტორინოს” 24 წლის განაპირა მცველი მატეო დარმიანი იქნება. ნეაპოლიტანურ გუნდის ფლანგის მცველები ჯანდომენიკო მესტო და კრისტიან მაჯო ასაკში არიან, ხოლო კამილო ძუნიგა ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს და შესაბამისად იტალიის ნაკრების ფეხბურთელიც მათ შემცვლელად ესახებათ.

დარმიანი “მილანის” სკოლის აღზრდილია და უკვე ზედიზედ მეორე სეზონია ტურინულ გუნდში მაღალ დონეზე ასპარეზობს. გასულ წელს კი თავის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

0.114776