ფეხბურთი

2:03 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შემდეგი ვარჯიში როდისაა?

"ბაიერნმა" მორიგი იოლი გამარჯვება მოიპვა. ამჯერად 8:0 ან 6:0 არ ყოფილა, მაგრამ მაინც ვარჯიშივით მატჩი გამოუვიდათ ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებს. ბასტიან შვაინშტაიგერმა დასაწყისშივე თავით გაიტანა, რამდენიმე წუთში ფრანკ რიბერიმაც ზუსტად დაარტყა და მორჩა, 10 წუთის შემდეგ ინტრიგა მოისპო.
კვლავ "ფრინავდა" არიენ რობენი, რომელმაც გოლთან ერთად ორი საგოლე პასიც ჩაიწერა. რობენს მიმდინარე ბუნდესლიგაში 17 გოლი გაუტანია და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმაც დაამწუხრა "კიოლნი", რომელიც კიდევ იოლად გადარჩა, რომ უფრო დიდი სხვაობით არ წააგო.
რიბერიზე ვთქვით და ეს მატჩი შედარებით უკეთ ჩაატარა, ვიდრე წინა შეხვედრები. ფრანგი თუ კიდევ უფრო მოუმატებს, "ბაიერნის" მეტოქეებს უარესი დღე ელით.

ბაიერნი-კიოლნი 4:1 (2:1)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, გიოტცე, რიბერი, შვაინშტაიგერი (როდე 77), მიულერი (ალონსო 69), რობენი, ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, ჰექტორი, მარო, ოლკოვსკი, ვიმერი, ლემანი, პეჩკო, უჯა (დეივერსონი 77), ფიოგტი (ჰალფარი 72), ოსაკო (რისე 46)
მწვრთნელი: შტიოგერი
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (3), 2:0 რიბერი (10), 2:1 უჯა (45), 3:1 რობენი (67), 4:1 ლევანდოვსკი (75)
გაფრთხილება: ჰალფარი (73)
მსაჯი: შიბერტი
ბურთის ფლობა: 71-29, დარტყმა: 23 (9) – 9 (4), კუთხური: 14-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 4-11

0.130742